„ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია და არა ჯო უილსონი – მთავარი არ არის, რას იტყვის უილსონი! თუ ვინმეს არალეგიტიმურობაზე შეიძლება საუბარი, თავად ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკია არალეგიტიმური!“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, „ამერიკელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და მშვიდობის დამყარება და ოჯახის ღირებულებები აირჩია, რითაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა. შესაბამისად, ეს პოლიტიკა უნდა განხორციელდეს და განხორციელდება აშშ-ში“. მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ შეიცვლება.
ჯო უილსონი:„ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების, ივანიშვილისა და სხვების ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან“
„კორუმპირებული ბავშვები და ნათესავები ვერ შეძლებენ ჩვენს დიდებულ ქვეყანაში სიამოვნებით იცხოვრონ“
„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპის პოლიტიკა იყო უკრაინაში მშვიდობის დამყარება და ოჯახური ღირებულებები, ხოლო ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის პოლიტიკა იყო უკრაინაში ომის გაგრძელება და აშშ-ში ტრანსგენდერების განვითარება. ამერიკელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და მშვიდობის დამყარება და ოჯახის ღირებულბები აირჩია, რითაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა. შესაბამისად, ეს პოლიტიკა უნდა განხორციელდეს და განხორციელდება აშშ-ში.
ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია და არა ჯო უილსონი, რომელიც არ ვიცით, მომავალ ადმინისტრაციაში რა თანამდებობას დაიკავებს – მთავარი არ არის, რას იტყვის უილსონი! მთავარია, რა პოლიტიკა გატარდება ზოგადად აშშ-ში. თუ ვინმეა გავლენიანი ფიგურა აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაში ეს არის ილონ მასკი, რომელიც პირდაპირ უწოდებს ზელენსკის ჩემპიონს ფულის ძარცვაში – ეს ტრამპის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის და გავლენიანი მილიარდერის სიტყვებია. თუ ვინმეს არალეგიტიმურობაზე შეიძლება საუბარი, თავად ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკია არალეგიტიმური და სჯობს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
მნიშვნელოვანია, რას იტყვის უილსონი თუ რას იტყვის მომავალი პრეზიდენტი ტრამპი და გავლენიანი თანამდებობის პირი მის ადმინისტრაციაში?! ყველას ვურჩევ, გადახედოს რა პოლიტიკა მიდის მსოფლიოში – ვინც არ უნდა იყოს აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენ ჩვენს პოლიტიკას არ შევცლით. საქართველოს პოლიტიკა თანამედროვე ევროპულ ღირებულებებს ესადაგება და ევროინტეგრაცია ქართულ ღირებულებებზე დაყრდნობით იქნება, რასაც მომავალში ჯანსაღი ევროპული სახელმწიფოები დააფასებენ”, – აღნიშნა მან.
აშშ-ის “ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტი პლატფორმა X-ზე 30 დეკემბერს გამოაქვეყნა. უილსონი წერს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ იქნება უკანასკნელი სანქცირებულთა შორის. ჯო უილსონმა დაწერა ისიც, რომ ახალი აქტის წარდგენას გეგმავს.