LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ს ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია

134
გურამ მაჭარაშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აშშ-ს ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია და გუბერნია, რადგან მათ სურთ ისე მოიქცეს საქართველო, როგორც ამერიკას უნდა.

აღნიშნული განცხადებით მაჭარაშვილი გამოეხმაურა, ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მოთხოვნას, საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის მტკიცებით, ეს განცხადება არ ეყრდნობა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომ საზოგადოება ირჩევს ხელისუფლებას.

სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას მოითხოვენ 

„საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის.“

„შაჰინის განცხადებამ ფაქტობრივად დაადასტურა „ხალხის ძალის“ განცხადებები, რასაც მთელი ათი თვის განმავლობაში ვამბობდით, რომ ჩვენ და ქართული საზოგადოება თანახმა არ ვიყავით აშშ-ის მხრიდან იყოს ვასალური დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით.

მან პირდაპირ განაცხადა, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილი წავიდა ხელისუფლებიდან ჩვენი მითითებით, ასე უნდა მოხდეს ახლაც. სად არის აქ ქართველი ხალხი, სად არის შაჰინის განცხადებაში დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ხელისუფლებაში.

შაჰინი და მისი მომხრეები ამბობენ, რომ ჩვენ რასაც ვიტყვით, ის უნდა მოხდეს 2024 წელს და მანამდეც. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g