„ბუნებრივად არის იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებლური ეკლესიის როლი დაიცვას. გვინდა, იყოს თვითმყოფადობის საყრდენი და განისაზღვროს მართლმადიდებლური ეკლესიის როლი“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბუნებრივად არის იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებლური ეკლესიის როლი დაიცვას და იყოს თვითმყოფადობის საყრდენი, განისაზღვროს მართლმადიდებლური ეკლესიის როლი.
„ბოლო წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლა უკვე აშკარად გაიზარდა. მათ შორის ისიც კი იკადრეს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ცენტრალურ გამზირზე ახალგაზრდებს პირდაპირ უთხრეს, თურმე მართლმადიდებლური ეკლესია ჩამორჩენილია და არ შეიძლება, ახალგაზრდების დასაყრდენი იყოს. ბუნებრივად არის იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებლური ეკლესიის როლი დაიცვას. გვინდა, იყოს თვითმყოფადობის საყრდენი და განისაზღვროს მართლმადიდებლური ეკლესიის როლი“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია კონსტიტუციაში მკაფიოდ აისახება:
„იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.