LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „მშვენივრად წამოჩიტებულია, განცხადებებს აკეთებს – არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ სალომე ზურაბიშვილს კარგი დღე დამართოს“

149
მაჭარაშვილი, სალომე და მიშა

„არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ სალომე ზურაბიშვილს კარგი დღე დამართოს, მით უმეტეს, ბოლო თვეების ფონზე, როდესაც ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სააკაშვილის დანაშაულებზე არსებობს, როგორც ქართული მართლმსაჯულების, ისე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

პაპუაშვილი: „არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა წინაშეც საქართველოს პრეზიდენტი თავს ანგარიშვალდებულად თვლის, რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს“

„ზურაბიშვილი ფიქრობს იმასაც, რომ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, შემდეგ თავად ზურაბიშვილს ვინღა შეიწყალებს, პოლიტიკოსები ან ქართველი ხალხი თუ შეიწყალებს. გვარამიას შეწყალების დროს კიდევ კარგად გადარჩა ქართველი ხალხის რისხვისგან.

არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ მას კარგი დღე დამართოს, მით უმეტეს, ბოლო თვეების ფონზე, როდესაც ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას.

თალაკვაძე: „სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება და ეს მან კარგად იცის“

ყველასთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არსებობს საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მიჩნეულია, რომ მან (სააკაშვილმა) შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი.

არსებობს ქართული მართლმსაჯულების უამრავი გადაწყვეტილება, და რაც მთავარია, სამწუხაროდ, არსებობს ფაქტები, რომ ოჯახები პრაქტიკულად განადგურდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სააკაშვილის შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი თავის თავს პოლიტიკურ ვერდიქტს გამოუტანს.

ეკა ხერხეულიძე: „სააკაშვილის მკვლელობის რისკი ძალიან რეალურია – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან!“

„ფორმალურად ზურაბიშვილს ეს შეუძლია, მაგრამ ეს იქნება ვერდიქტი, რომელსაც ის უკვე ვეღარ შეცვლის, ისედაც პრაქტიკულად პოლიტიკურად განადურებულ თავის პიროვნებას განაჩენს გამოუტანს. მოულოდნელი არაფერი არ არის, მაგრამ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ის შესაწყალებელი გახდება, ამაზე უნდა დაფიქრდეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დასმულ კითხვაზე კი, რომელიც სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლებას ეხებოდა, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს კინო საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს და დეზინფორმაციაზე აღარ წამოეგება.

„ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. საერთაშორისო სასამართლომ არაერთხელ პირდაპირ თქვა, რომ ამ ადამიანს არავინ არ აწამებს, არაფერი სჭირს, უნდა ჭამოს საჭმელი და განიკურნება. ვნახეთ, რომ ახლა მშვენივრად წამოჩიტებულია და განცხადებებს აკეთებს. სამარცხვინო საქციელი იკადრეს პოლონელმა ექიმებმა, რომ ნაწილ-ნაწილ უნდოდათ სააკაშვილის გამოტანა და ესეც არ გამოვიდა.

„ამ პიჯაკების გარდა მე არაფერი არ დამრჩენია, სახლიც არ დამრჩა.. გინდათ მომისაჯოთ გაფლანგვაზე და კორუფციაზე?! სინდისი ხომ კარგი საქონელია..“ – სააკაშვილი

ვნახეთ, ვითომ დაფორთხავდა „ვივამედში“ ე.წ. კამერაში, ოროთახიან კარცერ-ლუქსში. ისიც ვნახეთ, რომ ახლა უკვე საკმაოდ კარგად გამოიყურება და არა თუ ქართულ, არამედ უნდა, მსოფლიო პოლიტიკას ჩაუდგეს სათავეში. ეს კინო ნანახი აქვს უკვე ქართულ საზოგადოებას და ამ დეზინფორმაციაზე აღარ წამოეგება.

ევროპარლამენტარი იქნება, თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც უტიფარ განცხადებას აკეთებს და ანტიკონსტიტუციურად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო სასამართლოს და ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება თავზე გადაახიონ ქართულ საზოგადოებას და პატიმარი უკანონოდ გამოუშვან, ეს ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ ეს ადამიანი განიკურნება“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები