LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „როთი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, სინამდვილეში, იცის, ხალხი არ აირჩევს, საკუთარ ქვეყანაში არ სცემენ პატივს და ჩვენ გათხოვილი კაცის განცხადებებზე კომენტარები უნდა ვაკეთოთ?“

147
გურამ მაჭარაშვილი და მიხაილ როთი

„რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ, ვითომ გაყალბებული არჩევნების აქციაზე გამოვიდნენ და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მაჭარაშვილი ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ, გუშინ, რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილეობას გამოეხმაურა.

თინა ბოკუჩავა: „როგორც სტუმრებმა დაგვიდასტურეს, ევროპულ „ლიდერშიფში“ განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე“

„გუშინ დადასტურდა, რასაც ვამბობთ ხოლმე – ეს ადამიანები საქართველოში კეთილი სურვილებით არ არიან ჩამოსული. მათ საქართველოს მომავლის მიმართ აჩვენეს ზიზღი, არამეგობრული დამოკიდებულება, უპატივცემულობა მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის წინაშე.

რაც მთავარია, ევროპის სახელმწიფოების საზოგადოების წინაშე, რადგან ვიცით, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა ლიბერალურ ფაშიზმს არ ემხრობა და ჟიგიმანტასს, როთს არ ეთანხმებიან. ეს ყველაფერი აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ირაკლი ზარქუა – „ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან!“

ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ 26 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიუღია. მათი მხრიდან ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის, ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა. ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ. მათი შედეგები არჩევნებზე ვნახეთ, მაგრამ ჩარევას რომ აგრძელებენ, ამის მორიგი მტკიცებულებაა აქცია.

გურამ მაჭარაშვილი: „ხუმრობით თუ გეტყვით, ის ჩვენი საჩუქარია, რადგან რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და იდეოლოგია. ვამბობდით, რომ ლგბტ დროშა და როთი ოპოზიციას არჩევნებს წააგებინებდა“

ოპოზიციის მიმართ ვინც სუბიექტურია, ობიექტურ მსაჯულებად ვერ გამოდგებიან. ვითომ გაყალბებული არჩევნების აქციაზე გამოვიდნენ და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ სამართლიანად ზის და მას არავინ აწამებს.

როგორც ჩანს, ამ ვითომ ევროპელ აქტორებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აინტერესებთ და თავიანთ საერთაშორისო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ. რაც შეეხება ვითომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ჩამოსულია გერმანიიდან, ლიეტუვიდან, მათ ქვეყნებს რუსეთთან ხუთჯერ მეტი ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს.

მიხაილ როთი: „მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე – ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი“

ვიდრე რუსეთთან ბრძოლას ახსენებენ, მანამდე თავიანთ ეკონომიკურ ბრუნვას გადახედონ რუსეთთან და მათი ლიდერების განცხადებას, რომ სამხედრო კონფლიქტში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციას მტკიცებულებები თუ აქვს, პროკურატურაში უნდა წარადგინოს.

„არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას რაც შეეხება, პროკურატურა იძიებს და ამით ყოველგვარი საფუძველი გამოეცალათ ოპოზიციას და ზურაბიშვილს, რადგან გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, მტკიცებულებები არ აქვთ. მათგან დღემდე ველოდები პასუხს, სად არის საერთაშორისო გამოძიება, ვინ ხელმძღვანელობს, ვინ მუშაობს, სად აქვთ ოფისი.

ანა დოლიძე – „8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“

გამოძიება რაც უნდა დაწყებულიყო, პროკურატურამ დაიწყო, ვინმეს მტკიცებულება თუ აქვს, უნდა წარადგინოს, მაგრამ რაც არ აქვთ, რას მიიტანენ? – ამ ხელმოცარულებმა იციან, რომ მათივე სახელმწიფოებში საზოგადოება აღარ აირჩევთ და ბოლო გაბანავება აქვთ, რათა მატერიალური ანაზღაურების საფუძველზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთონ.

რაც შეეხება როთს და მის განცხადებებს, ამ ადამიანს საკუთარ ქვეყანაში არ სცემენ პატივს. ამბობს, პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ, სინამდვილეში, იცის, რომ მისივე ხალხი არ აირჩევს. მას გერმანელები არ სცემენ პატივს და ჩვენ გათხოვილი კაცის განცხადებებზე კომენტარები უნდა ვაკეთოთ? ამას ნელ-ნელა თავი უნდა დავანებოთ და საქმეს მივხედოთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ეკა ბესელია: „უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იქნება უმძიმესი, დავბრუნდებით იმ ეპოქაში, როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში ვიდექით“

გამოყენებულია „პუბლიკის“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g