თინა ბოკუჩავა ის პოლიტიკოსი არ არის, რომლის განეიტრალებაზეც შეიძლება, ვინმემ იფიქროს. თინა ბოკუჩავას არანაირი რესურსი არ აქვს, როგორც პოლიტიკოსს და სჯობს, ცოტა დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ბოკუჩავას ურჩევს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს.
„მას ვურჩევ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს, რადგან კომისიის სხდომებს მოგონილი ზღაპრებით ვერ გადაფარავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის: „ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი, ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი“
„მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. 8 ივნისს კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.