LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი : უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება ნიშნავს გაცხადებულ ომს რუსეთის ფედერაციასთან

179
BeFunky-collage (2)

„ბატონი კასიანოვის განცხადება პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, არიან ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ის ძალები, რომლებსაც სურთ, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით არეულობა და შემდეგ მეორე ფრონტი” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება ნიშნავს გაცხადებულ ომს რუსეთის ფედერაციასთან.

„კასიანოვის განცხადებამ „ჯაველინების“ და ზოგადად, სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ დიახ, იყო აშშ-ის მხრიდან თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ იარაღი უკრაინას უნდა მიაწოდოს. ყველამ კარგად ვიცით, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება, რას ნიშნავს. ტექნიკური თვალსაზრისით ეს არაფერს ნიშნავს, რადგან უკრაინას იარაღს მთელი ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აწვდიან და საქართველომ რა იარაღი უნდა მიაწოდოს, რომ ეს რაიმე დახმარება იყოს?! ეს ნიშნავს იმას, რისგანაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იკავებს თავს რუსეთის წინაშე საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მით უფრო, რომ არცერთი, არა თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში არ იმყოფება, რა მდგომარეობაშიც საქართველოა, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე დგას და კარგად ვიცით, რას ნიშნავს სხვადასხვა მიმართულებით ქართული სამხედრო ჯარების გადაადგილება, არამც თუ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა. ეს არის გაცხადებული ომი რუსეთის ფედერაციასთან“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, თავად უკრაინის ხელისუფლებაც აღარ მალავს, რომ მათი სურვილია, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს.

„ეს პირდაპირ დაადასტურა კონგრესმენმა კინზინგერმა, ნედ პრაისმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას მიანდეს საქართველოსთან დაკავშირებით, როგორი იქნება უკრაინის დამოკიდებულება, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით. არ მგონია, რაიმე მტკიცებულებები კიდევ იყოს საჭირო.

ბატონი კასიანოვის განცხადება ადასტურებს იმას, რასაც „ხალხის ძალა“ თვეების განმავლობაში ვამბობდით. სამწუხაროდ, ევროპაში, აშშ-ში და უკრაინაშიც უკვე ღიად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა იყოს, რაც საბოლოოდ დაადასტურა კასიანოვმა“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც

გივი მიქანაძე კასიანოვის განცხადებაზე – ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული

გია ვოლსკი: კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g