LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: ვაშაძესაც და „ნაცმოძრაობასაც“, თავის ზურაბიშვილიანად, აქვთ ერთი გამოსავალი, რომ ჩამოსცილდნენ პოლიტიკას და შემდეგ რაც უნდათ, ის შექმნან

303
მაჭჭარაშვილი

ვაშაძესაც და „ნაცმოძრაობასაც“ თავის ზურაბიშვილიანად ერთი გამოსავალი აქვს, რომ ჩამოსცილდნენ პოლიტიკას და შემდეგ უნდათ პლატფორმა შექმნან, უნდათ თავიანთი პარლამენტი, უნდათ კარვები, რაც უნდათ ის შექმნან, ამაში სრულად თავისუფალი არიან. შემდეგ დაირქვან ზოგმა პრეზიდენტი, ზოგმა პრემიერი, რაზეც ოცნებობს ვაშაძე, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რასაც ამბობდა ვაშაძე, ზურაბიშვილი და გვარამია, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამბობს ამერიკელი ხალხი და მისი პრეზიდენტი, ევროპული საზოგადოება, მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს საზოგადოება. ისინი არიან მდინარის ნაპირზე გარიყული და ახლა იქ პლატფორმას შექმნიან, ახალ პარლამენტს და ახალ პრემიერს აირჩევენ, ეს მათი ნებაა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გამოსავალი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაა.

„მინდა, ყველა პარტიას, მათ შორის ქალბატონ სალომესაც ვუთხრა, რომ არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ რომელი პარტიიდანაა,“ – ამბობს ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g