LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო“ – მთავრობის ადმინისტრაცია

141
დიდთოვლობა გურიაში

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო“, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება:

„განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g