LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ მათი წერილი დავდე… ხოდა ისეთი მაგარი თოვლის ბაბუები და თოვლის ბებოები გამოვდექით, რომ 12 000 ლარი შევაგროვეთ ერთ დღეში“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სანდრო ელოშვილი

259
სანდრო ელოშვილი

რეჟისორი, სანდრო ელოშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ქველმოქმედების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

საქმე ეხება ქუთაისელ ბავშვებს მართას და ლაზარეს, რომლებმაც თოვლის ბაბუას წერილი მისწერეს, სადაც თავიანთ საახალწლო სურვილებზე წერდნენ. რეჟისორი ამბობს, რომ ერთ დღეში ბავშვების დასახმარებლად 12 000 ლარი შეგროვდა:

„გაიცანით! ჩვენი არაჩვეულებრივი, ნათელი და ლამაზი მეგობრები… მართა და ლაზარე!  
გუშინ მათი წერილი დავდე… ხო და ისეთი მაგარი თოვლის ბაბუები და თოვლის ბებოები გამოვდექით რომ… 12 000 ლარი შევაგროვეთ ერთ დღეში…  
ოჯახთან შეთანხმებით ასე გადავწყვიტეთ, 3000 ლარს ჩავურიცხავთ, რომ დღევანდელი დღე ჰქონდეთ ტკბილი და გემრიელი, საჩუქრებით და სიკეთით სავსე, წვრილ-წვრილი პრობლემების მოგვარებით, ხოლო დანარჩენი თანხა მოხმარდება პატარების განათლებას და აქტივობებს… ლაზარე ფეხბურთელობაზე ოცნებობს, მართა – მხატვრობაზე!  
თამამად ვიტყვი! ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ხალხი ვართ !  
გაიხარეთ! მრავალჟამიერ!“ – წერს ელოშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g