LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვანცა იყო წარმატებული, პასუხისმგებლიანი და მეგობრული მოსწავლე, რომლის ნათელი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში“ – სკოლა პოლიგლოტი სოფელ დიდგორთან დაღუპულ გვანცა არევაძის შესახებ

396
გვანცა არევაძე

7 ივნისს, სოფელ დიდგორთან მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

„გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან…“ – სოფელ დიდგორთან ავარიის დროს დაღუპულთა შორის არიან ცოლ-ქმარი ალექანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, ასევე გვანცა არევაძე

ერთ-ერთი გარდაცვლილია გვანცა არევაძე, რომლის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს სკოლა პოლიგლოტი და სკოლის კურსდამთავრებულს ემშვიდობება.

„ჩემო კეთილო და საიმედო ბიჭო… არანაირი სამართალი არ არსებობს სამყაროში თქვენ რომ აღარ ხართ…“: სოფელ დიდგორთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული კიდევ ერთი წყვილი, გვანცა არევაძე და ნიკუშა ქუთათელაძე არიან

„სკოლა პოლიგლოტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კურსდამთავრებულის, გვანცა არევაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო!

გვანცა იყო წარმატებული, პასუხისმგებლიანი და მეგობრული მოსწავლე, რომლის ნათელი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას“, – წერია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები