“სასჯელი უნდა გაიზარდოს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ამაზე არის პირდაპირ ციხე,” – “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ნასვამ მძღოლებზე სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პარტიის წევრები შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობენ.
ელისაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ორგანოში კანონპროექტს მიმდინარე, ან მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებენ:
“ყველამ უნდა იცოდეს, ნასვამი რომ საჭესთან ჯდები, შენ ხარ მკვლელი, პირდაპირ დადიხარ ქუჩაში ხალხის მოსაკლავად. თუ ვინმეს სტატისტიკა აინტერესებს, შევხედოთ, რამდენი ასეული შემთხვევაა წლის განმავლობაში. ნასვამ მძღოლებზე გვინდა, რომ ჯარიმა ძალიან გაიზარდოს. კარგად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი. სასჯელი უნდა გაიზარდოს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ამაზე არის პირდაპირ ციხე, რადგან რეალობას გაუსწორეს თვალი და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვუსწორებთ თვალს.” – განაცხადა ელისაშვილმა.