LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერებმა “პოლი ნეთვორქს” მოპარული 600 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტიდან 260 მილიონი უკან დაუბრუნეს

73
1

გუშინ “პოლი ნეთვორქზე” განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს, დღეს კი 260 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტა უკან დააბრუნეს.

“ტრანზაქციას” წინ უძღოდა ჯერ დეცენტრალიზებული ფინანსების უმსხვილესი პლატფორმის – Poly Network-ის ტვიტი, რომელშიც დაზარალებული ფირმა ინდივიდს სთხოვდა დაკავშირებოდა “გამოსავლის მოძებნის მიზნით”, მოგვიანებით კი ჰაკერის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც პირობას დებდა, რომ თანხას დააბრუნებდა და აცხადებდა, რომ “ფულით დაინტერესებული არ იყო”.

ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ 260 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტა უკან დაუბრუნდათ.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “პოლი ნეთვორქზე” განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. პლატფორმის წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ მოპარული თანხის მოცულობა, დეცენტრალიზებული ფინანსური მომსახურების ისტორიაში, ყველაზე მსხვილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g