LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰარი-ჰარალე მშენებლობები დამთავრდა” – მერია ზედამხედველობას ამკაცრებს

94

“ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი მშენებლობები დედაქალაქში დამთავრდა,” – თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში უკანონო მშენებლობები აღარ დაიშვება.

კახა კალაძემ დღეს ახალაშენებული საცხოვრებელი სახლების ხარისხისა და უსაფრთხოების თემაზეც ისაუბრა.

„კომპანია „სვეტს“  აქვს სერიოზული დარღვევები. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ უკანონოდ ახორციელებდნენ მშენებლობას. ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და ვერ მოხდება, არ მოხდება. შესაბამისად, კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი. ასევე, თქვენ იცით, რომ სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც სერიოზული ცვლილებები შევიტანეთ 41-ე დადგენილებაში. ეს ყველაფერი კეთდება თითოეული ჩვენგანის, იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც ახალ საცხოვრებელს შეიძენს. იქ მაქსიმალურად უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება გათვალისწინებული. ყველაფერი ეს სამშენებლო კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს. მშენებლობის წინააღმდეგი როგორ ვიქნებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუმცა, უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთ,“  – განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, სამშენებლო კომპანია “სვეტს” ზედამხედველობის სამსახურმა  რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა შეუჩერა. კომპანია დიდუბეში საცხოვრებელ კომპლექსს ნებართვის გარეშე აშენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g