LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰარი პოტერის“ პირველი გამოცემა 45 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

142
6576

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, 1997 წელს გამოცემული 500 წიგნიდან ერთ-ერთი, აუქციონზე გაიყიდა. The Independet-ის ინფორმაციით, ლოტი Lyon and Turnbull-ის სავაჭრო სივრცეში იყო გამოტანილი და უცნობმა კოლექციონერმა მასში 45 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე 500-იანი ტირაჟიდან 300 გამოცემა ბიბლიოთეკებსა და სკოლებს გადაუგზავნეს, რის გამოც ისინი ან დაიკარგა ან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კონკრეტულად ეს წიგნი 20 წელზე მეტი ხნის წინ ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინეს. მის მდგომარეობას როგორც ძალიან კარგს ასე აფასებენ.

პირველ გამოცემას ასევე გამოარჩევს რამდენიმე შეცდომა: უკანა ყდაზე „ფილოსოფიურის“ ნაცვლად „ფილოსფიური“ წერია, 53-ე გვერდზე კი ფრაზა „ერთი ჯადოსნური ჯოხი“ ორჯერ მეორდება.

გარდა ამ წიგნისა, აუქციონზე ასევე გაიყიდება „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის“ (1998 წელი) პირველი გამოცემა და „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეს“ (1999 წელი) ასევე პირველი ეგზემპლარი. თუმცა ამ უკანასკნელთა ღირებულება ბევრად ნაკლები იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები