LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილსმა აპლიკაციისთვის Calm იავნანა ჩაწერა

115
maxresdefault

26 წლის მსახიობმა, მომღერალმა, One Direction-ის ყოფილმა წევრმა და მოდის სიმბოლომ ჰარი სტაილსმა აპლიკაციისთვის Calm იავნანა Dream With Me ჩაწერა. კონკრეტულად რა სახის ჩანაწერს მოვისმენთ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მუსიკის კრიტიკოსების განცხადებით, ყოველივე ეს საოცარი მოსასმენი იქნება.

ცნობისთვის, Calm ძილის განწყობის შესაქმნელი მუსიკისა და ხმების მოსასმენი  აპლიკაციაა. „ტვიტერის“ გვერდზე უკვე განთავსდა მოკლე ჩანაწერი, სადაც ჰარის ხმა ისმის.

ვარსკვლავის თაყვანისმცემლები აღნიშნული ინფორმაციით აღფრთოვანებულნი არიან, მათი აზრით, სტაილსს საოცრად დამამშვიდებელი ხმის ტემბრი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები