მომავალი მუსიკალური პროექტის პრომოუშენის ფარგლებში, ჰარი სტაილზი პირველ პერფორმანსს BRIT Awards-ზე გამართავს.
ჰარი სტაილზმა ტურნე დააანონსა – არტისტი მსოფლიოს 7 ქალაქში მასშტაბურ კონცერტებს გამართავს
არტისტი დაჯილდოების სცენაზე, 2023 წლის შემდეგ წარდგება. ბოლოს მუსიკოსი მსმენელის წინაშე იმავე წლის 22 ივლისს, იტალიაში გამართულ კონცერტზე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის BRIT Awards შემსრულებლის ტრიუმფად იქცა.
ჰარი სტაილსი სამშობლოშიც დააფასეს – ის და ბიონსე Brit Awards-ის ტრიუმფატორები გახდნენ
ცნობისთვის, როგორც სოლო არტისტი, ჰარი სტაილზი BRIT Awards-ის 8-გზის ნოიმინანტი და 6-გზის გამარჯვებულია.
შეგახსენებთ, რომ BRIT Awards 28 თებერვალს, მანჩესტერში გაიმართება. დაჯილდოების ტოპ ნომინანტები – ოლივია დინი და ლოლა იანგი არიან.
BRIT Awards-ის ნომინანტები ცნობილია – დაჯილდოების ტოპ ნომინანტები ოლივია დინი და ლოლა იანგი გახდნენ