LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილზი ,,პატარა ქალთევზას” ეკრანიზაციაში პრინცის როლს შეასრულებს

235
Harry-Styles-Little-Mermaid-913

ჰარი სტაილზმა ,,პატარა ქალთევზას” ეკრანიზაციაში, შესაძლოა, პრინცი ერიკი განასახიეროს. ,,დისნეი” One Direction-ის ექს-წევრთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

,,პატარა ქალთევზას'' ეკრანიზაციაში არიელის როლის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია

არიელის როლს ,,პატარა ქალთევზას'' ეკრანიზაციაში ჰალი ბეილი შეასრულებს.

იმ შემთხვევაში თუ ინგლისელ მომღერალს როლზე დაამტკიცებენ, ის ფილმში პარტნიორობას ბიონსეს პროტეჟეს – ჰალი ბეილის გაუწევს. არიელის როლს 1989 წლის საკულტო ანიმაციის რიმეიქში, სწორედ ეს უკანასკნელი მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ ჰარი სტაილზის კინოდებიუტი 2017 წელს, ,,ოსკაროსან” სურათში – ,,დიუნკერკი” შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები