LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილზმა ტურნე დააანონსა – არტისტი მსოფლიოს 7 ქალაქში მასშტაბურ კონცერტებს გამართავს

155
ჰარი სტაილზმა ტურნე დააანონსა - არტისტი მსოფლიოს 7 ქალაქში მასშტაბურ კონცერტებს გამართავს

ჰარი სტაილზი მეოთხე სტუდიური ალბომის გამოსაცემად ემზადება, რომელიც ახლახან დააანონსა.

არტისტის ახალი დისკის – Kiss All the Time. Disco, Occasionally რელიზი, 6 მარტსაა დაგეგმილი.

ჰარი სტაილზმა ახალი ალბომი დააანონსა

წინასწარი ინფორმაციით, ფირფიტა 12 სიმღერას აერთიანებს, რომლის ლიდ სინგლი – Aperture გასულ კვირას, თანმხლებ კლიპთან ერთად გამოვიდა. 

ამასთან, შემსრულებელმა მომავალი მუსიკალური პროექტის მხარდასაჭერი ტურნეც დააანონსა.

ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მსოფლიოს 7 ქალაქში მასშტაბურ კონცერტებს გამართავს.

ტურნე სახელწოდებით – Together, Together სტარტს 16 მაისს აიღებს და 13 დეკემბრამდე გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში, მუსიკოსი ამსტერდამში, ლონდონში, სან-პაულოში, მეხიკოში, ნიუ-იორკში, მელბურნსა და სიდნეიში იმღერებს. 

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ვენიუზე სტაილზს სპეციალური სტუმრები, მათ შორის რობინი, შანია ტვეინი და ჯორჯა სმიტი ეყოლება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰარიმ მომავალი ჩანაწერის პრომოუშენისთვის, შესაძლოა 1-ელ თებერვალს, ,,გრემიზე” იმღეროს. სპეკულაციას ხელს უწყობს ისიც, რომ ის დაჯილდოებას დაესწრება და ერთ-ერთ ნომიმაციაში გამარჯვებულს გამოაცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები