LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰავაიში ადგილობრივებმა ალკოჰოლური მდინარე იპოვეს

56
beer-river-728x409

ამერიკული შტატის, ჰავაის მაცხოვრებლებმა მდინარე ვაიპიოს წყალი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მასში ნამდვილად არის ალკოჰოლი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა country Music Nation (linki) ავრცელებს.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივები მდინარის ალკოჰოლურმა არომატმა შეაწუხა. მათ სიტუაციაში გასარკვევად ხელისუფლებას მიმართეს.

„ზოგჯერ აქ მოვდიოდით და ისეთი შეგრძნება გვრჩებოდა, რომ აქ იყო პაბი, რომელსაც კარი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუხსნია,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. უჩვეულო მოვლენის მიზეზების დასადგენად წყლის ექსპერტიზა ჩაატარეს და მასში 1,2 პროცენტი ალკოჰოლი იპოვეს. გარდა ამისა, მდინარის შემცველობაში აღმოჩნდა 0,4% შაქარიც, ამ რაოდენობას კი როგორც წესი, ლუდის დასამზადებლად იყენებენ ხოლმე.

ბუნებრივია, საქმეში პოლიცია ჩაერთო და გამოძიებამ დაადგინა, რომ ლუდსახარში კომპანიის Paradise Beverages ქარხანაში სისტემამ აურია და ალკოჰოლი მდინარეში მოხვდა. თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით და ამის შესახებ საწარმოში წარმოდგენაც არ ჰქონდათ.
უცნობია, მოჰყვება თუ არა ამ საქმეს სასამართლო პროცესი და მდინარის დაბინძურების გამო დაისჯება თუ არა ვინმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები