ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჰელოუინი აღნიშნეს და თეთრ სახლში დინოზავრებს, გობლინებს და სუპერგმირებს უმასპინძლეს. საჰელოუინო ატრიბუტიკით, გოგრებითა და ხეებით მორთულ თეთრი სახლის შესასვლელს, წითელი ხალიჩის ნაცვლად ნარინჯისფერი ამშვენებდა.
თეთრი სახლის კარი ჰელოუინის დღესასწაულზე ყველა ასაკის მოჩვენებისა და გობლინისთვის ღია იყო.
ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სამხედროების შვილები და სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე სკოლის მოსწავლეები.
სხვადასხვა სუპერგმირის ფორმაში გამოწყობილ პატარებს დონალდ და მელანია ტრამპებმა ტკბილეული დაურიგეს.
Kids go trick-or-treating at the White House pic.twitter.com/XIUXceQRL6
— The Sun (@TheSun) October 29, 2019