საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით, ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებთან ღირსეული დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მესამე თამაშს 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.
ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება ქართველი ფეხბურთელების მცირე კომენტარები, რომლითაც ისინი ქართველ ქომაგებს მიმართავენ და ამავე დროს, საკუთარ ემოციებზე საუბრობენ.
„რომ გადიხარ ევროპის ჩემპიონატზე, რომ ხედავ რაც ხდება…
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვითამაშია სავსე ტრიბუნებზე, ჩვენს ქვეყანაში, ამაზე მეტი ხალხი და ამაზე დიდი აჟიოტაჟიც ყოფილა, მაგრამ ასეთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ევროპის ჩემპიონატზე რომ ხარ, სხვა გარემოა, ჰიმნზე რომ დგახარ, შინაგანად ყველანაირი ემოცია გაწვება და ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრძნობაა საფეხბურთო ისტორიაში“, – აღნიშნავს ზურიკო დავითაშვილი.
"ჰიმნზე როცა დგახარ, ყველანაირი შინაგანი ემოცია ერთიანად გაწვება" – ზურიკო დავითაშვილი 🇬🇪
Posted by ეროვნული ნაკრები on ორშაბათი, 24 ივნისი, 2024