LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ გრანტისა და ენდი მაკდაუელის ემოციური შეხვედრა „ოსკარზე” 30 წლის შემდეგ

306
ჰიუ-გრანტი

ჰიუ გრანტისა და ენდი მაკდაუელის გამოჩენამ „ოსკარების“ ცერემონიაზე, უდიდესი ფურორი გამოიწვია. ცნობილი მსახიობები ლეგენდარული ფილმიდან „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“, ამჯერად „ოსკარის“ დაჯილდოებაზე, ნომინაციის წარმდგენების ამპლუაში გამოჩნდნენ. 62 წლის ჰიუ გრანტი და 64 წლის ენდი მაკდაუელი ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ შავ ანსამბლში, როცა ისინი სცენაზე ნომინაციის გამოსავლენად გამოვიდნენ.

ენდი მაკდაუელი საფირმო ღიმილით, შავი კაბითა და შევერცხლილი თმით გამოვიდა სცენაზე. შავ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი ჰიუ გრანტიც, რომელიც ასევე ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც ლეგენდარული კომედია ეკრანებზე გამოვიდა. 30 წლიანი პაუზის შემდეგ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი წლევანდელი “ოსკარიდან”.

ორი პრინცესა – წითელ ხალიჩაზე აცეკვებული, 76 წლის ჰელენ მირენი და 64 წლის ენდი მაკდაუელი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრი

შევერცხლილი ჰიუ გრანტი უიმბლდონზე ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები