მოროკოში, კერძოდ კი მარაქეშში კინოფესტივალი მიმდინარეობს. წითელ ხალიჩაზე მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი ახალ გულის სწორთან ერთად გამოჩნდა. ჰოლივუდის გულთამპყრობელის ახალი რჩეული 30 წლის მოლდაველი მოდელი, ვალერია ნიკოვია.
წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა და არც აშკარა ფლირტის მორიდებია.
ამ დღეს 64 წლის შონს შავი კოსტიუმი ეცვა, ვალერია კი შავი ფერის, პომპეზურ კაბაში იყო გამოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ წყვილი პირველად სამი თვის წინ, მადრიდის ქუჩებში, მხურვალე კოცნის დროს გადაიღეს.
შეუჩერებელი – 64 წლის შონ პენი 30 წლის მოდელს ხვდება – ცეცხლოვანი კოცნა ესპანეთის ქუჩებში
ფოტო: ჰოლივუდელი ქალების გულთამპყრობელი – შონ პენის ,,ანგელოზები”