LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჰოლივუდელი ქალების გულთამპყრობელი – შონ პენის ,,ანგელოზები”

2605
page

გასულ თვეს, შონ პოენი ნამდვილ ჰოლივუდელ გმირად შეირაცხა, 61 წლის მსახიობი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა, ის ცხელ ზონას დიდ ხანს არ ტოვებდა, რათა რუსეთის შეჭრის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაეღო, შემდეგ მან საქველმოქმედო ორგანიზაცია, CORE შექმნა და ახლა უკრაინელი დევნილობის დახმარებას აშშ-დან აგრძელებს.

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

„გაუგზავნეთ უკრაინას გამანადგურებელი F-16, რათა დაეხმაროთ ზელენსკის პუტინის არმიის დამარცხებაში“ – შონ პენი 

პენი დაოჯახებული სამჯერ იყო, ერთ-ერთი ქორწინებიდან მას ქალ-ვაჟი ჰყავს. ტაბლოიდები შონის ქალებისადმი უხეშ მოპყრობაზე გამუდმებით წერდნენ, თუმცა ფაქტია, ქალებს შონი საოცრად უყვართ, ის კი მასზე ბევრად ახალგაზრდა ქალბატონებით იხიბლება.

შონ პენი და ელიზაბეთ მაქგოვერნი

პენმა და ფილმის „ერთხელ ამერიკაში“ ვარსკვლავმა, ელიზაბეთ მაკგოვერნიმ ერთმანეთი ფილმის, „ბრბოლა მთვარესთან“ გადასაღებ მოედანზე, 1984 წელს გაიცნეს. მათ ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ და დაინიშნნენ კიდეც, თუმცა მათი თავბრუდამხვევი რომანი მალევე დასრულდა.

შონ პენი და მადონა

შემდეგი იყო პოპის დედოფალი მადონა. ისინი 1985-1989 წლებში იყვნენ დაქორწინებულნი. ამ პერიოდში წყვილს უამრავი აღმასვლა და დაღმასვლა ჰქონდათ, ბევრს ჩხუბობდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში არტისტმა განაცხადა, რომ შონი მას სულ ეყვარება.

შონ პენი და რობინ ვრაიტი

რობინ ვრაიტი სწორედ ის ქალია, რომლისგანაც პენს ქალ-ვაჟი ჰყავს. მათი ურთიერთობა 1991 წლიდან 2010 წლამდე გაგრძელდა. ეს პენის ყველაზე ხანგრძლივი სასიყვარულო კავშირია.

შონ პენი და ჯეველი

ბუნებრივია, პენი მონოგამიით არ გამოირჩეოდა და მას ქორწინების პარალელურად ჰქონდა სასიყვარულო კავშირი, ერთ-ერთი ასეთი იყო მომღერალ ჯეველთან. მათ 1995 წელს, ხანმოკლე, თუმცა მგზნებარე ჰქონდათ რომანი.

შონ პენი და სკარლეტ იოჰანსონი

შონის შემდეგი „მსხვერპლი“ გახლდათ არც მეტი არც ნაკლები, სკარლეტ იოჰანსონი. წყვილი ერთმანეთს 2011 წელს ხვდებოდა. მათ მექსიკაში ჰქონდათ თავბრუდამხვევი, რომანტიკული ვოიაჟი. თუმცა როგორც ჩანს, ეს მხოლოდ საკურორტო რომანი იყო.

შონ პენი და შარლიზ ტერონი

უმშვენიერესი შარლიზი შონს 2015 წელს შეხვდა, მათმა ურთიერთობამ  ორ წელს გასტანა.  განშორებამდე პენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერონთან დაქორწინებას აპირებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ამაზე პენს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო, რადგან ტერონის თქმით, ის პენზე არასდროს დაქორწინდებოდა.

„მე მას ცოლად არასდროს გავყვებოდი“ – შარლიზ ტერონი შონ პენთან რომანის დეტალებზე ალაპარაკდა 

შონ პენი და ლეილა ჯორჯი

წვრილ წვრილი რომანებისა და შონის უმნიშვნელო „განავარდებების“ შემდეგ მისი „ბოლო გაჩერება“, 31 წლის ლეილა ჯორჯია. ორი წლის წინ, 4 წლიანი რომანის შემდეგ მსახიობი მასზე ფარულად დაქორწინდა, რამდენიმე თვის წინ ლეილამ განქორწინების მოთხოვნით  სასამართლოს მიმართა, თუმცა ამაოდ. ისინი მალევე შერიგდნენ, მათი სიყვარული სწორედ რუსეთ-უკრაინის ომში გაძლიერდა. პენმა საყვარელი ქალი ცხელ ზონაში, უკრაინელი დევნილების დასახმარებლად წაიყვანა. მას შემდეგ ჩვენ წყვილი არაერთხელ ვიხილეთ.

ომში გაძლიერებული სიყვარული – 61 წლის შონ პენი ყოფილ ცოლს შეურიგდა და მასთან ერთად უკრაინის ცხელ ზონაში გაემართა 

უკრაინაში განახლებული სიყვარული – შონ პენი და მისი ახალგაზრდა ექს-მეუღლე ნიუ-იორკშიც ერთად გადაიღეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები