კომპანიები Nissan და Honda საერთო ჰოლდინგის შექმნაზე შეთანხმდნენ. გაერთიანების ფარგლებში ისინი საერთო პლატფორმის შექმნას და მომავლის ავტომობილების აწყობისთვის ფულადი სახსრების გაყოფას აპირებენ. გაერთიანებული ძალები იაპონელებს უფრო კონკურენტუნარიანებს გახდის, ამასთან ისინი უფრო სწრაფად შეძლებენ ახალი მოდელების აწყობას და ბაზარზე გამოყვანას.
ორმა ავტო გიგანტმა მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა და მათ დიდი იმედი აქვთ, რომ ერთობლივად თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება უფრო გაუადვილდებათ. მიზანი არის კომპანიის შექმნა, რომლის წლიური შემოსავალიც მინიმუმ 30 ტრილიონი იენი ანუ 191 მილიარდი დოლარი იქნება. გარდა ბევრი სხვა დეტალისა, Honda და Nissan ავტომობილებისთვის პლატფორმას და სხვა ფუნდამენტურ ტექნოლოგიებსაც შექმნიან.