მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება, 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა: რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა), ასევე, ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონგ-კონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.