ახალი სმარტფონის, Honor 9-ის პარალელურად, კომპანია Huawei-მ ფიტნეს-სამაჯურის Honor Band 3-ის, ჭკვიანი სასწორისა და ჰაერის მრიცხველის გამოსვლა დააანონსა.
Honor Band 3-ს 0,91 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ის ხელის აწევისთანავე აქტივირდება. სამაჯური მტვერ და ჭუჭყგამძლეა, ამასთან ის წყალში 50 სიღრმეზეც მუშაობს. აკუმულატორს კი 30 დღიანი ავტონომიური მუშაობა შეუძლია. სიახლეს შეუჩერებლად შეუძლია გულის მუშაობის კონტროლი, ამასთან, მისით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურსაც გადაიხდით. სამაჯური 33 დოლარი ღირს.
სმარტ-სასწორი – წონის გარდა, ის ადამიანის სხეულში ცხიმისა და სითხის მოცულობას, ასევე ბიოლოგიურ ასაკს დაადგენს. სიახლე 30 დოლარი ეღირება და გაყიდვაში ის 18 ივნისიდან გამოვა.
რაც შეეხება მრიცხველს, ის ჰაერისა და თქვენი გარემოს სისუფთავეზე მოგაწვდით ინფორმაციას. მისი ფასი 88 დოლარს შეადგენს, გაყიდვები კი 18 ივლისს დაიწყება.


