ინოლა გურგულიას ქალიშვილი, ია შუღლიაშვილი თავის მოვლასთან დაკავშირებით ჟურნალ „სარკის“ (14 მაისის ნომერი) კითხვებს პასუხობს.
„მე და დედასაც გენეტიკურად კარგი სახის კანი გვქონდა. ძალიან ბევრ გრიმს ვხმარობ, მაგრამ დღემდე აღნიშნავენ, რომ კარგად შენახული სახის კანი მაქვს.
პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებიათ ან რამე ესთეტიკური ჩარევისთვის ხომ არ მიგიმართავთ?
არა და არც არასდროს გავიკეთებ. მიმაჩნია, რომ ასაკთან ერთად ეს ნაოჭიც ძვირფასია. დედამ დაბერებაც ვერ მოასწრო, ამიტომ არავის უნახავს მისი ნაოჭები…“