უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ იაპონიის მიერ სანქცირებულ პირთა სიას 20 რუსი მაღალჩინოსანი დაემატა, მათ შორის არიან: პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური და მთავრობასთან ახალო კავშირების მქონე კომპანიების, მაგალითად, Volga Group-ის, Transneft-ისა და Wagner-ის აღმასრულებლები.
ამასთან, იაპონიის სანქცირებულთა სიაშია ბელარუსის მთავრობის 12 წარმომადგენელი და ათზე მეტი რუსული და ბელარუსული ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთი, შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს, – აღნიშნულ პროგნოზს ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის წარმომადგენელი, საიმონ ვეივერი აკეთებს. საიმონ ვეივერი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის საგარეო ვალის გადახდის შანსები მცირდება, რადგან ობლიგაციების ფასები ეცემა და ქვეყანას რეცესია ემუქრება.