LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ჩატარდა ფესტივალი, რომელშიც პატარებს ტირილში აჯიბრებენ

124
Crying-Sumo-Asakusa-v01

იაპონიამ ტრადიციულ ფესტივალს „ნაკი სუმოს“ ანუ იგივე მტირალების სუმოს უმასპინძლა. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამ ფესტივალის დროს მცირეწლოვან ბავშვებს ატირებენ და თან იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო კარგად გააკეთებს ამას.

იაპონელებს სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს აშინებს და რაც უფრო ძლიერად ტირის პატარა, ის ღმერთის მიერაა გამორჩეული და ცხოვრებაშიც უფრო იღბლიანი და ბედნიერი იქნება.

წლევანდელ ფესტივალში 100-მდე პატარამ მიიღო მონაწილეობა. ისინი რინგზე სუმოისტებს გამოჰყავდათ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება უფრო სწრაფად და ეფექტურად აეტირებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები