იაპონური მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იაპონიის მახლობლად ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი გადაადგილდება, რომლებიც სავარაუდოდ დასავლეთით მიემართებიან.
იაპონელმა სამხედროებმა რუსული სამხედრო ხომალდები პირველად 16 მარტს შენიშნეს, რომლებიც წყნარი ოკეანიდან იაპონიის ზღვაში ცურუგას ვიწრო სრუტით შევიდნენ.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხომალდის კონკრეტული მიმართულება მათთვის უცნობია, თუმცა ფაქტი აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა, ისინი უკრაინის მიმართულებით მიდიოდნენ.
იაპონური მედია წერს, რომ სადესანტო ხომალდებზე, რომლებიც საექსპედიციო ძალების ნაპირზე გადასასხმელად გამოიყენება, ჩანს სამხედრო სატვირთო მანქანები.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული გემების გავლა სრუტეში იაპონიის ტერიტორიასთან ასე ახლოს, იშვიათად ხდება.