ზლატან იბრაჰიმოვიჩი დეკემბერში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ანტონიო კონტე – მწვრთნელი.
„ჩელსის“ მესაჭემ ზედიზედ მესამედ აიღო ეს ჯილდო და რეკორდი დაამყარა.
დეკემბერში „ჩელსიმ“ მიჯრით ექვსი მატჩი მოიგო, თუმცა იანვარში პირველივე თამაში წააგო „ტოტენჰემთან“.
„ჩელსი“ დამაჯერებლად ლიდერობს ინგლისის პირველობას.
დეკემბერში იბრაჰიმოვიჩმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
აქვე ვთქვათ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა „სანდერლენდს“ რომ ქუსლით გოლი გაუტანა, ის დეკემბერში საუკეთესო გოლად აღიარეს.