LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„IBSU-ში საერთოდ სასწაული ხდება. კაციშვილი არაა არც ეზოში, არც დერეფნებში, არც აუდიტორიაში“ – ლექტორი დავით ბრაგვაძე

349
დავით ბრაგვაძე

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას გეგმავს. აუმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ.

პარლამენტთან იმყოფებიან კანონპროექტის მოწინაარმდეგეებიც, რომლებსაც სხვადასხვა უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები უერთდენიან. მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, დავით ბრაგვაძე და უნივერსიტეტის ცარიელ აუდიტორიასა და ეზოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

„IBSU-ში საერთოდ სასწაული ხდება. კაციშვილი არაა არც ეზოში, არც დერეფნებში, არც კაფეტერიაში და, რა თქმა უნდა, არც აუდიტორიაში… ასე მგონია, კალენდარი ამერია და აღდგომას მოვედი…“ – წერს დავით ბრაგვაძე სოციალურ ქსელში.

„ცხოვრებაში პირველად შევედი ცარიელ აუდიტორიაში, ძალიან ვამაყობ ჩვენი სტუდენტებით“ – თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მელაშვილი

IBSU-ში საერთოდ სასწაული ხდება. კაციშვილი არაა არც ეზოში, არც დერეფნებში, არც კაფეტერიაში და რა თქმა უნდა არც აუდიტორიაში… ასე მგონია, კალენდარი ამერია და აღდგომას მოვედი…

Posted by David Bragvadze on სამშაბათი, 14 მაისი, 2024

,,ვაცხადებთ გაფიცვას, ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს” – ISET-ის სტუდენტების ნაწილი

თსუ-ის ლექტორები: ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით!

თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს

გაფიცულებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

mazda magti 5g