მსახიობი ზაზა კოლელიშვილი და მისი მეუღლე ნათია გოგოჭური „ჩვენი ოჯახის სტუმრები იყვნენ.
ზაზა კოლელიშვილმა და ნათია გოგოჭურმა 50-წლიანი სიყვარულის ამბავზე ისაუბრეს და ახალგაზრდებს რჩევა მისცეს.
„იჩხუბონ, იჩხუბონ, მაგრამ აპატიონ. ერთმანეთს შეეჯიბრონ ვინ უფრო მეტს დათმობს. ჩვენც რომ ვიჩხუბეთ, აღარ არის საჩხუბარი და რაღაზე ვიჩხუბო“. – ამბობს ზაზა კოლელიშვილი.
„გია, კითხვა დასვი, ჩხუბობთ“, – მიმართა ნათია გოგოჭურმა გია ჯაჯანიძეს.
„ჩხუბობთ“? – იკითხა გია ჯაჯანიძემ, რაზედაც ნათია გოგოჭურმა უპასუხა:
„დღესაც ვიჩხუბეთ წამოსვლისას. ჩხუბი ცოტა ზედმეტი შეფასებაა, უფრო ვიკამეთეთ. უკვე იმ ასაკში ვართ, რომ სანამ რამეს იტყვის, უკვე ვიცი“. – ამბობს ნათია გოგოჭური.