იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში გაურკვეველ წარწერებს და ნახატებს ტოვებდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, საქმეზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
შსს-ს ცნობით, უწყების მიერ ასევე იდენტიფიცირებულია ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე დახატული სიმბოლოს საღებავით ღებავდა.