LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: „საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია, ახლო მომავალში ისევ ვეწვევი, რათა ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიერო – ჩემი გზავნილია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია“

131
იენს სტოლტენბერგი

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ახლო მომავალში კიდევ ვეწვევი, რათა ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიერო“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვის საპასუხოდ, სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია:

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს, ისევე, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ახლო მომავალში ისევ ვეწვევი, რათა ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიერო.

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება

საქართველოს მიმართ ჩემი გზავნილია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია. NATO-ს აქვს მთავარი ღირებულებები – დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს, როდესაც ის მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“. – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები