იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს, სავარაუდოდ, მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ისრაელის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიტუალს აღდგომის ტაძარში 15-მდე პირი დაესწრება, რომლებიც ცეცხლს მართლმადიდებელ ქვეყნებში ჩაიტანენ.
ვარაუდობენ, რომ დაწესდება უფრო მეტი შეზღუდვები.
არსებული ინფორმაციით, სპეცრეისები რუსეთის, უკრაინისა და საბერძნეთის მიმართულებით უკვე ორგანიზებულია.
წმინდა ცეცხლის რიტუალი 18 აპრილს, აღდგომის წინა დღეს უნდა შესრულდეს.
ჩამოიტანენ თუ არა საქართველოში წმინდა ცეცხლს: აღდგომის ტაძარში შესაძლოა მომლოცველები არ დაუშვან
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასულიერო პირებს თხოვნით მიმართა: „ვთხოვ ჩვენს მეუფეებს, გაძლიერებულად ილოცონ და მრევლს მოუწოდონ, არ გამოვიდნენ ქუჩაში“, – განაცხადა მერმა.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სინოდის სხდომის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ზიარების წესის შეცვლის საკითხი აღარ განიხილება.