LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა – რაში დახარჯავს ჯონი დეპი ემბერ ჰერდისგან მიღებულ 1 მილიონ დოლარს

234
Untitled.pnggfgfg

ჯონი დეპმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, თუ რაში დახარჯავს ყოფილი ცოლისგან, ემბერ ჰერდისგან მიღებულ 1 მილიონ დოლარს. მედიის ცნობით, მსახიობი სასამართლო დავით მიღებული თანხას საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხავს.

როგორც ირკვევა, დეპმა უკვე ორგანიზაციებიც შეარჩია. მსახიობისგან დონაციას 5 სხვადასხვა ფონდი მიიღებს, თითოეული $200 ათასს. ეს გახლავთ  ეკოლოგიის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადგილობრივი ამერიკელების მხარდასაჭერი ფონდები.

ემბერ ჰარდის ახალი კინოროლი სკანდალურ სასამართლო პროცესის შემდეგ და გამარჯვებული ჯონი დეპის პროტესტი „დისნეის“ – რა ხდება ჰარდი-დეპის კინოკარიერაში

გგონიათ, რომ ყველა დეტალი იცით დეპი-ჰარდის სკანდალურ თანაცხოვრების შესახებ? – ახალი შოკის მომგვრელი დეტალები

ცნობისთვის, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესების შესახებ ფილმს იღებენ. ფილმის, „ცხელი მზერა:დეპი/ჰარდის სასამართლო“ (Hot Take: The Depp/Heard Trial) პირველი „თრეილერი“ უკვე გავრცელდა. დეპისა და ჰარდის როლებს მარკ ჰაპკა და მეგან დევისი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები