LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგეგმება თუ არა ღამით გადაადგილების შეზღუდვის გაუქმება – გაბუნიას განმარტება

159
ramiT gadaadgileba

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით უახლოეს მომავალში 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის გაუქმება არ იგეგმება. ამის შესახებ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უკიდურესად სარისკო, ამდენად ღამით მოძრაობის შეზღუდვა არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შემთხვევების უკონტროლო მატების და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

ასე რომ წმინდა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს მხარს საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების ესკალაციას. “. – განაცხადა გაბუნიამ.  

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ქვეყანა მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას

დადებითობის მაჩვენებელი 3.65 %-მდე გაიზარდა, თბილისში 463 შემთხვევა დაფიქსირდა – რა ხდება რეგიონებში, როცა ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g