ცოტა ხნის წინ ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
შემთხვევა იგოეთი-ნატახტარის გზაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველებისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ ეტაპზე, უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი.
ადგილიდან დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ.
“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ფოტო:IPN