რამდენიმე დღეა, რაც ესპანური და ქართული მედიები, UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორებაზე საუბრობენ.
თავად წყვილს აღნიშნულ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, ეჭვი საზოგადოებაში იმ ფაქტმა გააჩინა, რომ ჯორჯინას და ილიას სოციალურ ქსელში გამოწერები გაუქმებული აქვთ და საერთო ფოტოები წაშლილია.
თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ხავიერ ოიოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ „წყვილის ახლობელმა წრემ დაადასტურა ეს ინფორმაცია“.
ვიდეოში ოიოსმა განმარტა, რომ მისმა წყარომ უთხრა, „არ ვიცი დაგიდასტუროთ თუ არა, რომ ეს დაშორება საბოლოო იქნება, რადგან ბევრი რამ აქვთ საერთო და ყველაფრისთვის იბრძვიან“. ესპანური მედია წერს, რომ ურთიერთობა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს დასრულებული, თუმცა ამჟამად ემოციური დისტანციის რთულ პერიოდს გადიან.
