ანსამბლ სუხიშვილების სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოჰყვა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, ილიკო სუხიშვილი საკუთარი მოტოციკლით ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მოძრაობის დროს ბოძს შეეჯახა.
„პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი ზედაპირული დაზიანებები. წინასწარი შეფასებით, შესაძლოა ყოფილიყო ქვედა კიდურის მოტეხილობა და გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განუცხადეს „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.