ილონ მასკმა Instagram ექაუნთზე იმ გვირაბის ერთი ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც მისი კომპანია ლოს ანჯელესის ქვეშ აშენებს. შეტყობინებაში წერია, რომ ჯერჯერობით The Boring Company-მ მხოლოდ 152 მეტრი გათხარა. გეგმის მიხედვით, ერთი თვის შემდეგ გვირაბის სიგრძემ სამ კილომეტრს უნდა მიაღწიოს.
შეგახსენებთ, აღნიშნული გვირაბი ილონ მასკის ერთ-ერთი პროექტია, რომლითაც მას სურს აშშ-ს მეგაპოლისები მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოს. ზემოთხსენებული კომპანია მან ერთი წლის წინ დააარსა. მაშინ ილონმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ დაიღალა გამუდმებული საცობებისგან და გადაწყვიტა გათხაროს გვირაბი, სადაც მაღალსიჩქარიანი ტრანსპორტი ივლის.
