LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ დღეს შენ დაგკარგე და ნინა უნდა გადამერჩინა.. მე და შენ ხომ ვიცით რა სიძლიერის სიყვარული გვქონდა..“ – ნანუკა გულუა გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით იხსენებს

248
BeFunky-collage (2)

მსახიობი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ემოციურ პოსტს, რომელშიც გარდაცვლილ მეგობარს, ირაკლი ჭკადუაზე წერს.

2022 წლის 3 იანვარს გახდა ცნობილი, რომ 37 წლის ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა გარდაიცვალა.

“მძიმე დილა გათენდა, განადგურებული ვარ” – რა გახდა 37 წლის ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას გარდაცვალების მიზეზი

„შარშან ნინაზე ორსულად ვიყავი რომ გამთენიას არამიწიერმა ტკივილმა გამაღვიძა, საავადმყოფოში გავქროლდით და წოლითი რეჟიმით გადაარჩენო მითხრეს… არ უნდა ინერვიულოო ეს იყო უმთავრესი პირობა… დილას მილიონი გამოტოვებული ზარი დამხვდა და უშენობის შემზარავი ამბავი…

ისე ვტიროდი გული კინაღამ გამისკდა… კახას ძალიან უნდოდა ეთხოვა არ იტიროო და ვერაფერს მეუბნებოდა, იცოდა როგორი განძი იყავი ჩემთვის… იმ დღეს შენ დაგკარგე და ნინა უნდა გადამერჩინა,ამიტომ შევწყვიტე შენზე ფიქრი და ძალიან ცოტას ვფიქრობ შენზე ,ისე მტკივა უშენობა!

მე და შენ ხომ ვიცით რა სიძლიერის სიყვარული გვქონდა… ყველაფერს ვსაუბრობდით საიდუმლოდ… ისე მენატრები განუმეორებელო ადამიანო! შენ ერთადერთი იყავი ასეთი… რა ბედნიერი ვარ რომ გარდაცვლილი არ მინახიხარ, სულ ცოცხლად დარჩი ჩემთვის“, – წერს ნანუკა გულუა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g