ჟურნალი „სარკე“ პოეტ ტარიელ ხარხელაურთან ინტერვიუს აქვეყნებს.
სახალხო პოეტი ჟურნალთან პოეზიაზე, ოჯახზე, მეუღლესა და მის ცხოვრებაში მომხდარ ტრაგიკულ ეპიზოდზე საუბრობს.
„მადლობელი ვარ უფლის, რომ ლექსის წერის ნიჭი დამანათლა. განა ცოტაა კარგი და ჩემზე უკეთესი პოეტი საქართველოში? მაგრამ მათ თავიანთი სათქმელი აქვთ, თავიანთი გამოხატვის ფორმა, ჩემი მისია ეს იყო, ასე უნდა მეწერა. გამოვიდა, რომ ხალხმა შემიყვარა, ამაზე დიდი ბედნიერება, დიდი ჯილდო შეიძლება არსებობდეს?..
ცხვარში 12 წელი გავატარე. შემეძლო, ქალაქში დავრჩენილიყავი და ქალაქური ყოფით მეცხოვრა, მაგრამ გარშემო ახალგაზრდა კაცისთვის ბევრი ბრჭყვიალა საცდური არსებობდა, მე ამ ყველაფერს გავერიდე და ჩემში ადამიანი გადავარჩინე…
ახლაც იმ სიყვარულით მიყვარს, არც ერთი ფერი გახუნებულა, გული ახლაც ისევე მიკრთის მის დანახვაზე, როგორც ადრე. ყველა ჩემი ლირიკული ლექსი მას ეძღვნება. განსაკუთრებით უყვარს ერთი, 65 წლის ასაკში რომ დავუწერე:
„მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე _ არც ისე…“
შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის?… იმ ქვეყანაშიც ჩემი მეუღლის ვალით წავალ და მასზე ლოცვას იქაც გავაგრძელებ…“, – ამბობს პოეტი.
სტატიას სრულად იხილავთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.
