LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ სახელმწიფომ გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო და მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე? – მეუფე ანტონი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

138
Untitled design (3)

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმიანება. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მეუფემ განაცხადა რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო და ეს საკითხი მისი შესაფასებელი არ არის:

„ჩემი აზრები ჩემთან იქნება, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. დააკვირდით, ეს საქართველომ გააკეთა? ჩვენზე იყო რამე დამოკიდებული? რატომ უნდა შევაფასო ის, რაც ჩემი შესაფასებელი არ არის.

ჩემი პიროვნული აზრი ჩემთან რჩება, საზოგადოებრივი აზრი ჰკითხეთ მას, ვისაც ეს ეხება. ეს რომ საქართველოს გაეკეთებინა, შეიძლება შემეფასებინა. გადაწყვეტილება იმ სახელმწიფომ ცალმხრივად მიიღო და მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?“ – განაცხადა მეუფე ანტონმა.

ცნობისათვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

ამავე თემაზე:

„ცალსახად ქართველი ხალხის გამარჯვებაა.. ჩვენც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის“ – მორგოშია რუსეთთან ავიარეისების აღდგენაზე

Georgia Airways რუსეთის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან გეგმავს

„რუსეთის ფოსტამ“, შესაძლოა, საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირება დაიწყოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g