LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgia Airways რუსეთის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან გეგმავს

145
გაიაშვილი (1)

Georgia Airways მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან დაიწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების ნებართვა ოფიციალურად მისცა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეისები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა BMG-ს განუცხადა, რომ მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულებას ყოველდღიურად გეგმავენ.

„ვფიქრობ, ყველაფერი რომ მოწესრიგდება, 20-ის შემდეგ დავიწყო ფრენები. რაც შეეხება სიხშირეებს, ყოველდღიურად თითო სიხშირეს განვიხილავთ თბილისი-მოსკოვის რეისზე. ბევრი აცხადებს, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, რადგან ფრენას ვიწყებთ. მოღალატეები არიან ის ადამიანები, ვისაც ქართველი ხალხის წვალება უნდათ. კითხვა მაქვს მათთან, დღემდე არ დაფრინავდა მოსკოვში თვითმფრინავები?! დღემდე საზღვარი არ იყო გახსნილი?! წლების განმავლობაში დავფრინავდით მოსკოვში და ჩვენთვის ახალი არაფერი არ არის. როგორც ვთქვი 20-დან განვიხილავთ ფრენების დაწყებას. როგორი იქნება დატვირთვა, ამას შემდგომ გადავწყვეტთ“, – ამბობს გაიაშვილი.

 

რა ღირს ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე – „აზიმუტი“ კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს 

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები