ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს“ ლიდერი კოკა მორგოშია აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა „ქართველი ხალხის გამარჯვებაა“.
„ცალსახად, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ძალიან დიდი, კოლოსალური შემოსავალი იქნება როგორც ტურიზმიდან, ასევე ბიზნეს სექტორიდან, სხვადასხვა მიმართულებიდან, რაც მთავარია, ოჯახები ერთმანეთს დაუბრუნდებიან.
ქართველი ხალხის გამარჯვებაა და მათ შორის, ჩვენც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის – კი ბატონო!“, – განაცხადა კოკა მორგოშიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა.
❗ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა ქართველი ხალხის გამარჯვებაა
? კოკა მორგოშიაPosted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 17 მაისი, 2023
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 10 მაისს განაცხადა.
პუტინის შესაბამისი განკარგულება კი 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.
ამავე თემაზე:
Georgia Airways რუსეთის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან გეგმავს
ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო
„რუსეთის ფოსტამ“, შესაძლოა, საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირება დაიწყოს