LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი…“ – ომბუდსმენი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

343
2024-09-18_23-06-43_872484

იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს და კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.

„მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი.

ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“, – წერს ლევან იოსელიანი.

ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

„დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ – შსს-ის ცნობით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა იდენტიფიცირებულია

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g